TESS — ჩაის იდეალური შეხამება
კომპოზიციის
ხელოვნება
TESS გთავაზობთ შავი და მწვანე ჩაის კლასიკური ჯიშების საოცარ გემოსა და დახვეწილ კომპოზიციებს, რომელშიც ჩაის ფოთლები ხილს, კენკრას, ყვავილების ფურცლებსა და სურნელოვან ბალახეულს ერწყმის.
TESS - მრავალსაუკუნოვანი ჩაის ტრადიციების, ნოვატორული სტილისტიკის და ჩაის კომპოზიციების შედგენის დროს შთაგონებული იმპროვიზაციის შეთავსების ბრწყინვალე მაგალითია. თითოეული ჯიში - ყოველდღიური პატარა აღმოჩენაა, რომელიც, კვლავ გაგაოცებთ ჩაის უსაზღვრო მრავალფეროვნებით.
ჩემპიონების ოსტატობა
TESS - ეს არის გატაცებული თანამოაზრეების გუნდი, რომლებსაც წინსვლის, განვითარების, მსოფლიო ჩაის კულტურის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნების სურვილი აერთიანებს.ჩვენი ჩაის ექსპერტები - ჩაის დეგუსტაციის უმსხვილესი საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებულები არიან.
TESS-ის თითოეულ ნაზავს აქვს თავისი სული და შექმნის თავისი ისტორია: საინტერესო იდეის გაჩენიდან ინგრედიენტების საგულდაგულოდ შერჩევამდე და იდეალური შეხამების ძიებამდე. ჩვენთვის TESS უბრალოდ ჩაი არ არის: ეს ჩვენი ბედნიერი მომენტების კოლექციაა, რომელიც გვსურს გაგიზიაროთ.

ხარისხის
პრიორიტეტი
TESS-ის ყველა ნაზავის ბაზა - ცეილონის, ინდოეთის, ჩინეთის და კენიის ცნობილ პლანტაციებზე მზრუნველობით მოყვანილი ჩაის საუკეთესო ფოთლებია. ჩვენი ნაზავების სხვა ინგრედიენტები, ასევე ყველაზე საგულდაგულო შერჩევას და ხარისხის მკაცრ კონტროლს გადიან.
ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ უნიკალური კომპოზიციები, რომლებიც აკვირვებენ, აოცებენ და ანიჭებენ სიამოვნებას. ასე იბადება იდეალური ჩაის თაიგული TESS.